ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა, თამარ ნოზაძემ, მარიამ მარგალიტაშვილმა, მარიამ მარღიშვილმა და თეონა ბერიკაშვილმა ასოცირებული პროფესორის, ნანა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 23 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.
 
კონფერენციაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:
 
თამარ ნოზაძე და მარიამ მარგალიტაშვილი ,,დეპრესიის დონის კვლევა სტუდენტებში“.
 
მარიამ მარღიშვილი და თეონა ბერიკაშვილი ,,ეფექტიანი იურთიერთობებისა  და ემოციური ინტელექტის ურთიერთმიმართება სტუდენტებში“.
 
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
 
თამარ ნოზაძისა და მარიამ მარგალიტაშვილის ნაშრომმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა ,,საუკეთესო პრეზენტაციის“ ნომინაციაში, რისთვისაც მომხსენებლებს გადაეცათ დამატებითი სერთიფიკატები.
 
სტუდენტების წარმატება  სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  არსებული  აკადემიური დონის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ნათელი  დადასტურებაა.
24.05.2019

მსგავსი სიახლეები

ნოე 10
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს,
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის
III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
ნოე 06
ათენში ვიზიტის ფარგლებში,
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის
თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ათენში ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ნოე 06
სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის
გაღრმავების მიზნით, ეწვია ათენის უნივერსიტეტს.
 
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეწვია ათენის უნივერსიტეტს.
 
ოქტ 29
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული
მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი
გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში
მოქცეული ნაწილი. 
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში მოქცეული ნაწილი. 

FaceBook გვერდი