თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრების, პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი,  სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გამოვხატავთ ჩვენს უპირობო თანადგომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რა იმ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც ბოლო ხანებში ესოდენ კადნიერად და უტიფრად ხორციელდება ქართველი ერის სულიერი მამის, წმინდა სინოდისა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მტრული ძალები ოდნავადაც ვერ მიაყენებენ ჩრდილს იმ უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებას, რაც საქართველოს წმინდა ეკლესიის საჭეთმპყრობელს მიუძღვის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე.