დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი

დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის საფუძველზე დოქტორანტურაში მიღება ცხადდება რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შემდეგი პირობებით:
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის  დარგში;
ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია;
ფლობს ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს) არანალებ B2-ის დონეზე, ან ფლობს რუსულ ან/და ახალ ბერძნულ ენას არანაკლებ B2-ისა  და ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს) მინიმუმ A2-ის დონეზე. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, თან უნდა ერთვოდეს დოქტორანტობის კანდიდატის განცხადებას. სხვა შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატის უცხო ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული უცხო  ენის  გამოცდის  დადებითი  შედეგებით.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქესაც, რომელიც აღმსარებლობით არის მართლმადიდებელი. იგი უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს, აკმაყოფილებდეს 4.2 პუნქტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და ჰქონდეს ქართული ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სხვა შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატის ქართული ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული გამოცდის დადებითი შედეგებით;
წინამდებარე დებულების 4.2 და 4.3 პუნქტებით გათვალისწინებულ სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობისაგან გამონაკლისს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მიმართ ერთჯერადად ადგენს სამეცნიერო საბჭო, თუ პირის მიერ მიღებული განათლება და სამუშაო/პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილება ქმნის  დოქტორანტურის საფეხურზე  სწავლის  გაგრძელების  წინაპირობას;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის განცხადებას რექტორის სახელზე თან უნდა  ერთვოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV),
ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი,
გ) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით  დამოწმებული  ასლი,
დ) საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება (შემდგომში სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ წარედგინება  სამეცნიერო  საბჭოს),
ე) არსებობის შემთხვევაში - კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე -  ნაშრომები (მატერიალური სახით),
ვ) სულიერი მოძღვრის  რეკომენდაცია,
ზ) ორი ფოტოსურათი 3\4 ზომით, დისკთან ერთად,
თ) არსებობის შემთხვევაში - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
შემოსული განცხადება რეგისტრირდება თსას-ის კანცელარიაში და შემდგომი რეაგირებისათვის  გადაეცემა  შესაბამის კათედრას;
თსას-ის სამეცნიერო საბჭოს უფლება აქვს, საბუთების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით  შეიძლება გათვალისწინებულ  იქნეს დამატებითი მოთხოვნებიც; 
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი და დოქტორანტობის კანდიდატი განიხილავენ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საკვლევი თემის დასახელებასა და დასაბუთებას. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი ამზადებს საკვლევი თემის აქტუალურობის შესახებ დასკვნას, რომელიც დოქტორანტობის მსურველის განცხადებასთან ერთად წარედგინება სამეცნიერო საბჭოს;
დოქტორანტობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ საბუთებზე დაყრდნობით, თსას-ის სამეცნიერო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სტატუსის მოპოვებისათვის თსას-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე კანდიდატის დაშვების შესახებ;
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების მიზნით დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია დაძლიოს თსას-ის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. საგამოცდო საკითხებს (პროგრამას), სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებენ შესაბამისი სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კათედრები;
დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თსას-ის სამეცნიერო   საბჭო;
თსას-ის სამეცნიერო საბჭოს მიერ დოქტორანტობის კანდიდატის ჩარიცხვაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თსას-ის რექტორი გამოსცემს ბრძანებას;
თსას-ის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული პირი არის თსას-ის დოქტორანტი, რომელსაც ენიშნება შესაბამისი ცენზისა და კვლევის გამოცდილების მქონე სამეცნიერო  ხელმძღვანელი; 
თსას-ს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის იდება  სამმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და უფლებები.  
 
08.07.2020

FaceBook გვერდი